სამეფო ქორწილი

მეგან მარკლის მამა შესაძლოა სამეფო ქორწილს არ დაესწროს

DAILY MAIL/SOLO

მეგან მარკლის მამა შესაძლოა სამეფო ქორწილს არ დაესწროს. TMZ-ის ინფორმაციით, ტომას მარკლის, რომელიც ამჟამად მექსიკაში ცხოვრობს, არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა შვილის ქორწილს. მამის თქმით, არ სურს, ქორწილში მისვლით მეგანს თავი უხერხულად აგრძნობინოს.

მეგან მარკლის ნახევარდის სამანტა მარკლის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მამა სამეფო ქორწილს დაესწრება.

კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლის თქმით კი, "ეს არის ძალიან პირადული და რთული მომენტი მეგან მარკლისთვის ქორწილის წინა დღეებში."

რამდენიმე დღის წინ უცხოურ მედიაში მეგან მარკლის ნახევარძმის წერილი გავრცელდა. მან პრინც ჰარის ღია წერილით მიმართა და ქორწილის გაუქმება ურჩია. წერილში ტომას მარკლი უმცროსი წერდა, რომ მეგანი არ არის პრინცი ჰარისთვის შესაფერისი ქალი და მათი ქორწილი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება სამეფო ქორწინების ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილი 19 მაისს გაიმართება. ცერემონიალს სავარაუდოდ 600 სტუმარი დაესწრება.

კომენტარები