სამეფო ქორწილი

ემანუელ მაკრონმა პრინც ჰარის საქორწინო საჩუქრად სანთებელა უყიდა

ემანუელ მაკრონი
Getty Images

მთელი მსოფლიო მორიგი სამეფო ქორწილის მოლოდინშია. ქორწილი 19 მაისს გაიმართება, მანამდე კი, ინტერნეტი და მედია დაპყრობილი აქვს ამ თარიღის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ჩანს, ფრანგ პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს გამორჩა ის სიახლე, რომ პრინცმა ჰარიმ სიგარეტის მოწევას თავი დაანება, რადგანაც, საქორწილო საჩუქრად მან პრინცს სანთებელა უყიდა.

გუშინ, ფრანგულმა ფირმა ST Dupont-მა განაცხადა, რომ მათი წარმოებული ჯეიმს ბონდის თემატიკის სასაჩუქრე კომპლექტი მაკრონის ოფიციალური საქორწილო საჩუქარი იქნება პრინცი ჰარისთვის.


ფოტო: ST Dupont

დიდი ხანია, მედია საუბრობს იმ თემაზე, რომ ქორწილის მოახლოებასთან ერთად, პრინცმა ჰარიმ სიგარეტის მოწევას თავი დაანება, აღარ ეტანება ალკოჰოლურ სასმელსა და არაჯანსაღ საკვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა, ცნობილია, რომ მისი მომავალი მეუღლე, მეგან მარკლი, ცდილობს, პრინცი ჯანსაღი ცხოვრების წესს შეაჩვიოს.

ემანუელ მაკრონმა საჩუქრის არჩევის სტილი გაითვალისწინა და მისი წინამორბედის ტრადიცია გააგრძელა. 2011 წელს, საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლას სარკოზიმ, პრინც უილიამსსა და მის მეუღლეს ქეითს, ST Dupont-ის გრავირებული კალმისტრები და სანთებელა აჩუქა.

გასულ თვეს, კენსინგტონის სასახლემ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც იუწყება, რომ სამეფო წყვილი ძალიან მადლიერია მიღებული საჩუქრებისთვის, მაგრამ ყველას მოუწოდებენ, რომ მათთვის ჩუქების მაგივრად, ქველმოქმედებას შესწირონ.

კომენტარები