კრიმინალი

შსს: გორში ქურდობის ფაქტი აღვკვეთეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - 1992 წელს დაბადებული გ.ბ. და 1980 წელს დაბადებული ა.ს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორში, შინდისის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან, სატვირთო ავტომანქანის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რომელიც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები