ეკლესიას არავინ ერჩის საკუთარი თავის გარდა, სიძულვილის და კორუფციის, სხვების ჩაგვრის დაუოკებელი სურვილის გარდა. ეკლესია და სახელმწიფო, პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნული და ნებისმიერი მცდელობა თეოკრატიული სახელმწიფოს დღეს არსებული მოდელის შესანარჩუნებლად ემსახურება მხოლოდ უკუნ სიბნელეს.
tbl.ge/2wzx
დაკოპირდა

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი საკუთარ facebook-ზე. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ “ბერა ივანიშვილი, რომელიც მთავარი "დამკრიშავია" კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს, თავის უნიჭო კლიპში." სააკაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის, რეპერი ბერას ახალ სიმღერას გამოეხმაურა, სადაც ის შემდეგ ფრაზას ამბობს: "მე არ ვიცი, რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენ საიდუმლოს იბარებს"
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




