ტრამპი და ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატების სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლა. ისინი ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობის ბრალდებით იძულებითი შრომის ბანაკებში ჰყავდათ დატყვევებული. 

ეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის დაგეგმილი სამიტის წინ კეთილი ნების ჟესტად ჩაითვალა. გათავისუფლებულებს აშშ-ში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აბრუნებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ისტორიული შეხვედრის დასაორგანიზებლად იმყოფებოდა.

დონალდ ტრამპმა ტვიტით გვამცნო, რომ "სამი შესანიშნავი ჯენტლმენი" გზაშია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი - ნორმალური. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაწერა, რომ შეხვედრის ადგილი და დრო შეთანხმებულია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კარგად ჩავლილი შეხვედრის შედეგად.

სამხრეთ კორეა მიესალმა დაკავებულების გათავისუფლებას, როგორც პოზიტიურ ნიშანს მოლაპარაკებების წინ. 

კომენტარები