გადასახადები

ზოიძე: ქონების გადასახადი მდიდარი ადამიანების გადასახადია და უფრო მისაღებია

ქონების გადასახადი ე.წ. მდიდარი ადამიანების გადასახადია და სოციალური სამართლიანობის კუთხით უფრო მისაღებია, ვიდრე ისეთი გადასახადები, რომლებიც ყველა ფენაზე ერთნაირად მოქმედებს. ამიტომაც, ამ კუთხით, ალბათ, თუ საჭირო იყო რაღაც გადასახადის მომატება, სასურველი იყო, რომ სწორედ შედარებით შეძლებულ ფენას დაკისრებოდა საგადასახადო ტვირთი. თვითონ გადასახადის მომატება რა თქმა უნდა არასასურველი ფაქტია, მაგრამ მოკლევადიანი დაბალანსების პირობებში ალბათ სწორიც არის. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ქონების გადასახადს მხოლოდ 17 ათასი ოჯახი იხდის საქართველოში, რაც, მიმაჩნია, რომ საკმაოდ მცირე ციფრია.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრობს, რომლის მიხედვით ავტომფლობელთა დაბეგვრა იგეგმება.

კომენტარები