ტექნოლოგიები

პეპერი - პირველი რობოტი ტარტუს უნივერსიტეტში

estoniaworld

ესტონური გამოცემა estonianworld-ი გვამცნობს, რომ ტარტუს უნივერსიტეტში პირველი რობოტი ჩაირიცხა. ესტონეთში ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის მოსწავლე რობოტი, სახელად პეპერი გახდა.  

პეპერს, რომელის შექმნილია იაპონური კომპანია SoftBank-ის მიერ და რომლის მფლობელია ესტონური ფირმა AS Hansab, აქვს ადამიანებთან კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარი.

„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, პეპერი შეძლებს სემესტრის დამთავრებამდე შეიძინოს სხვადასხვა უნარი და განათლება, ადამიანებთან უკეთესი კომუნიკაციის დასამყარებლად", - წერს სკანდინავიური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telia.

პეპერი დაიწყებს ახალი რაღაცების სწავლას კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტებთან ერთად. როგორც ყველა ჩვენგანმა ვიცით, სწრაფად განვვითარდებით იმ შემთხვევაში, თუ ვითანამშრომლებთ“- აცხადებს ესტონური უნივერსიტეტი.

კარლ კრუსამაე (უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პეპერის ზედამხედველი) ამბობს, რომ მათი სტუდენტები პეპერს ასწავლიან, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია ადამიანებთან მარტივად, ამავდროულად სტუდენტები ისწავლიან და პრაქტიკას გაივლიან. 

კომენტარები