9 მაისი

კალაძე 9 მაისზე: საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში

მინდა მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ მართლაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და 9 მაისი იქცა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. ჩვენი ომის ვეტერანების ღვაწლი ძალიან დიდია. თბილისის მერია, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება, აგრძელებს დახმარებების გაცემას ომის ვეტერანებზე, მარჩენალდაკარგულებზე და წელსაც ხდება ამ დახმარებების გაცემა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები