შავი ზღვის დაბინძურება

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი შავი ზღვის დაბინძურებისთვის 65 000 ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. გემის კაპიტანს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატა გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს.

კომენტარები