ჰარი პოტერი

ჯ.კ როულინგმა დობის სიკვდილის გამო მოიბოდიშა

pottermore.com

ჯ.კ როულინგი ყოველწლიურ ტრადიციას აგრძელებს - ამჯერად ის თავისუფალი ელფის, დობის სიკვდილისთვის იხდის ბოდიშს.

როულინგი ჰარი პოტერის დასრულების შემდეგ ყოველ წელს ერთი პერსონაჟის სიკვდილის გამო ბოდიშს იხდის. გასულ წელს მან ფრედ უისლის სიკვდილის გამო მოგვიბოდიში, ორი წლის წინ კი სევერუს სნეიპის სიკვდილის გამო გვთხოვა პატიება.

წელს თავისუფალი ელფის ჯერიც დადგა.

"ისევ საიუბილეო წელია. წელს, მინდა პატიება ვითხოვო, იმის მოკვლისთვის, ვინც ჰოგვორტსის ბრძოლაში არ მომკვდარა. თუმცა, ვინც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა - ცხადია, ვგულისხმობ დობის" - წერს როულინგი ტვიტერზე. 

კომენტარები