ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 4-7 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-7 მაისს საქართველოში შენარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა.

"ამის ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.(ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში). ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსი იქნება" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში 4-7 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები