ნავთობი

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო ნავთობს - სტატისტიკა

Reuters

2017 წელს საქართველომ 10,958,000 ტონა ბენზინი და დიზელი შეისყიდა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობის ეს მოცულობა 2016 წელთან შედარებით 10.9%-ით ნაკლებია. თუმცა, იმპორტის შემცირება მოხმარების შემცირებას არ ნიშნავს, რადგანაც 2017 წელს გაზრდილი იმპორტის გადასახადი შევიდა ძალაში, ამიტომ იმპორტიორებმა 2016 წლის ბოლოსვე შეისვეს მარაგები.

2017 წელს მთლიან იმპორტში ბენზინმა 5,326,000 ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის იმპორტი 5,632,000 ტონა იყო.

ქვეყნების მიხედვით, ნავთობის იმპორტი ასე გამოიყურება:

  1. რუმინეთი - 3,057,000 ტონა
  2. რუსეთი - 2,236,000 ტონა
  3. აზერბაიჯანი - 1,976,000 ტონა
  4. ბულგარეთი - 1,547,000 ტონა
  5. თურქმენეთი - 1,490,000 ტონა
  6. საბერძნეთი - 517,000 ტონა
  7. უკრაინა - 52,000 ტონა

რაც შეეხება საწვავის ფასებს საქართველოსა და მსოფლიოს გარშემო, საქართველოში სტანდარტული ტიპის ბენზინის ფასი საშუალოდ 2.22 - 2.24 ლარია. ამ მაჩვენებლით, საქართველოში მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით დაბალი ფასია. 

 

კომენტარები