ალფი ევანსის საქმე

ალფი ევანსის ტრაგიკული საქმე

ალფის არმია

2 წლის ალფი ევანსი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბრიტანეთში, ლივერპულის საავადმყოფოში ერთი წელი გაატარა. მისმა საქმე რამდენიმე თვეა, საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს.

2 წლის ბიჭის მშობლები ცდილობდნენ, ის მკურნალობის გასაგრძელებლად ლივერპულიდან რომში გადაეყვანათ, თუმცა სასამართლომ მათ ამის უფლება არ მისცა და ლივერპულის საავადმყოფოს გადაწყვეტილებას დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც ალფი ევანსი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს.

ვინ იყო ალფი ევანსი
 

ალფი ტომ ევანსისა და ქეით ჯეიმსის ოჯახში, მერსისაიდში, 2016 წლის 9 მაისს დაიბადა.

იმავე წლის დეკემბერში ის ლივერპულში, Alder Hey Children's -ის საავადმყოფოში მიიყვანეს. მას შემდეგ ბიჭი იმ საავადმყოფოს პაციენტი იყო.

ექიმის დიაგნოზით ალფის დეგენერაციული ნევროლოგიური დაავადება ჰქონდა, რომლის განკურნება იმ საავადმყოფოში შესაძლებელი არ იყო.

ალფის მშობლები და საავადმყოფო საგონებელში ჩავარდა - რა ბედი ეწეოდა ბავშვს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თითქმის უმოძრაოდ იყო.

მშობლებს უნდოდათ, შვილი იტალიის საავადმყოფოში გადაეყვანათ, მაგრამ ალდენ ჰეიმ (ლივერპულის საავადმყოფოს უფროსი) უარი განაცხადა და თქვა, რომ ალფის გადაყვანა საუკეთესო გზა არ იყო.

რატომ გადაეცა საქმე სასამართლოს
 

Alder Hey-ის ბავშვთა საავადმყოფომ მიმართა უზენაეს სასამართლოს, რათა მიეღო თანხმობა ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამორთვაზე, ვინაიდან, მათი აზრით, სასუნთქი აპარატის ხანგრძლივად მხარდაჭერა არ შედის ალფის საუკეთესო ინტერესებში და ზოგ შემთხვევაში ამ ტიპის მკურნალობის გაგრძელება უკანონოა.

ალდერ ჰეის წარმომადგენლის თქმით, სკანირებამ აჩვენა „ტვინის ქსოვილის კატასტროფული დეგრადაცია“ და რომ „მკურნალობა იყო არა მხოლოდ უშედეგო, არამედ არაადამიანურიც“.

ალფის მშობლები ამ განცხადებას არ დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ ბავშვის რომში მდებარე საავადმყოფოში გადაყვანის ნებართვა სჭირდებოდათ, სადაც, როგორც იმედოვნებდნენ, მათი შვილის სიცოცხლე გახანგრძლივდებოდა.

იტალიური საავადმყოფო ოჯახს სთავაზობდა ოპერაციას, რომელიც ალფის სუნთქვაში დაეხმარებოდა და სიცოცხლეს „განუსაზღვრელი დროით“ შეუნარჩუნებდა.

ლივერპულის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, ჯასტის ჰაიდენმა, რომელსაც ამ საქმის ზედამხედველობა დაევალა, თქვა რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომელიც ალფისთვის საუკეთესო იქნებოდა.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება
 

ალფის საქმეში ერთ-ერთი დილემა იყო ექიმების მოთხოვნა, ბავშვი არ გადაეყვანათ ლივერპულის საავადმყოფოდან, რადგან ეს არ იყო საუკეთესო გამოსავალი მისთვის. მშობლები კი ამტკიცებდნენ, რომ მათი ვაჟისთვის საუკეთესო გზა იპოვეს.

ეს საქმე ძველ შემთხვევას ჰგავს, ადრეც გაიმართა ბრძოლა მშობლებსა და მკურნალებს შორის. მსხვერპლი 11 თვის ბიჭი გახდა, რომელიც საქმის მსვლელობისას გარდაიცვალა. 1989 წლის „ბავშვის აქტმა“ ცხადყო, რომ როდესაც ბავშვი საფრთხის წინაშეა, სასამართლო ვალდებულია ჩაერიოს. ეს ნიშნავს, რომ მშობლების უფლებები აბსოლუტური არ არის.

თუ საჯარო ორგანო, ამ შემთხვევაში საავადმყოფო, არ ეთანხმება მშობლების არჩევანს, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს, რათა მშობლებს შესაბამისი პასუხისმგებლობა ჩამოართვას.

რა დაადგინა სასამართლომ
 

20 თებერვალს მისმა ღირსებამ, მოსამართლე ჰეიდენმა თქვა, რომ ექიმებს მხარი უნდა დაეჭირათ ალფის მშობლებისთვის და პატივი ეცათ ბიჭის მშობლების სურვილებისთვის.

ბატონ ევანსს სჯეროდა, რომ მისი ვაჟი ისევ ფუნქციონირებდა და რეპორტიორებს ეუბნებოდა, რომ ალფის მდგომარეობა „უმჯობესდებოდა“

მაგრამ საავადმყოფოს წარმომადგენელმა მაიკლ მილონასმა თქვა: „ამ საქმის პრობლემა ისაა, როგორ ხედავენ შვილს ალფის მშობლები - ის ტკბილია, საყვარელი, ჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭი, რომელიც თვალებს გაახელს და გაიცინებს“.

მისი თქმით, ბავშვის ყოველი მოძრაობა შეხების შედეგად წარმოქმნილი სპონტანური კრუნჩხვები იყო.

მაშინ მოსამართლე ჰეიდენმა გადაწყვეტილება საავადმყოფოს მმართველების სასარგებლოდ გამოიტანა, რომლებმაც 23 თებერვალს ალფი აპარატიდან გამორთეს, რასაც პაციენტების მხრიდან კიდევ ერთი სასამართლო დავის დაწყება მოჰყვა.

როგორ განვითარდა მოვლენები


ფოტო: BBC

ალფის მშობლებმა ეს გადაწყვეტილება 6 მარტს საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც მოსამართლეებმა ბატონი ჰეიდენის გადაწყვეტილება დაადასტურეს.

20 მარტს წყვილმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, მაგრამ მოსამართლეებმა წყვილს ნებართვა არ მისცეს, ეს საქმე გაესაჩივრებინათ. ვინაიდან ბრიტანეთში სამივე ინსტანციის სასამართლოში განხილვა დასრულდა, იურისტები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) წავიდნენ.

თუმცა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად სცნო - სამმა მოსამართლემ თქვა, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეპოვათ რამე უფლების დარღვევა ამ საქმეში.

11 აპრილს მოსამართლე ჰეიდენმა შეადგინა გეგმა და ალფის სასუნთქი აპარატის გამორთვის თარიღი დაასახელა. ამ დროს საქმეში პირველად ჩაერია „სასამართლოს ქრისტიანული იურიდიული ცენტრი“ (CLC).

CLC თავის თავს წარმოადგენს ორგანიზაციად, რომელიც იცავს "ადამიანებს და ეკლესიებს, რომლებიც განიცდიან დისკრიმინაციას და აწყდებიან დაბრკოლებებს მათი სურვილის გამო, რომ იცხოვრონ და იმუშაონ ბიბლიური რწმენის მიხედვით“.

18 აპრილს ალფის მამა რომის პაპთან შესახვედრად ჩავიდა და შვილის გადარჩენა სთხოვა.

პაპმა ფრენსისმა ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან ტვიტერზე დაწერა

„მე ვაგრძელებ ჩემს აპელაციას, რათა ალფის მშობლების ტანჯვა დაინახონ და მათი განკურნების ახალი ფორმების მოიძიონ“.

23 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა საქმეში ჩარევაზე.

რამდენიმე საათში იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 თვის ალფის იტალიის მოქალაქეობა მიანიჭა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ალფის იტალიაში გამგზავრების უფლებას მისცემდნენ.

თუმცა, მოსამართლე ჰეიდენმა განაცხადა, რომ "ალფი არის ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უმაღლესი სასამართლოს იურისდიქციაში შედის".

ამის შემდეგ იტალიის საელჩომ განმარტა, რომ თავიანთი ქმედებით ბრიტანეთის სასამართლოს გამოწვევა არ უნდოდათ.

იტალიის საელჩოს სპიკერმა თქვა, რომ ალფისთვის მოქალაქეობის მინიჭება "სიგნალია მოსამართლის მიმართ, შეცვალოს გადაწყვეტილება. იტალია მზად არის, ხელი შეუწყოს ალფის გადაყვანას იტალიის საავადმყოფოში“.

შემდგომი მოსმენა შემდეგი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაიმართა. მოსამართლე ჰეიდენმა განაცხადა, რომ საქმემ ახლა მიაღწია „საბოლოო თავს“. გადაწყვეტილების მიხედვით, 23 თვის ბიჭი საზღვარგარეთ არ უნდა გამგზავრებულიყო მას შემდეგ, რაც სუნთქვის აპარატიდან გამორთავდნენ.

ალფის არმია
 


ფოტო: BBC

ამ დროის განმავლობაში ოჯახს ხელი ალფის არმიამ შეუწყო - სოციალური მედიის კამპანიამ. ალფის მხარდამჭერები საავადმყოფოსთან რეგულარულად იკრიბებოდნენ.

თუმცა, მომიტინგეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ საავადმყოფოს. პოლიციამ შეჭრის მუხლით საქის წარმოებაც კი დაწყო. ალფის მშობლებმა ბოდიში მოიხადეს, ისინი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ ვინმესთვის ზიანის მიყენებას.

სანამ ალფიის იტალიის მოქალაქეობა მიენიჭებოდა, მომიტინგეების ჯგუფი საავადმყოფოს შესასვლელის დაბლოკვას ცდილობდა.

ორშაბათს, ალფის 100-მდე მხარდამჭერმა საავადმყოფოს გარეთ ღამე გაათენა და სანთელი დაანთო.

ორშაბათს, 21:00 საათზე, ალფის ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამორთეს, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უარყო უახლესი არგუმენტები, რომლებიც მათ CLC-ის იურისტებისგან პირად საუბრებში მოისმინეს.

ალფის მამამ თქვა, რომ მისი ვაჟი აგრძელებდა სუნთქვას და საჭირო იყო, ის ისევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეეეთებინათ.

სამშაბათ დილას ფეისბუქზე ფოტო გამოქვეყნდა - პატარა ალფის დედის მკლავებში ძინავს.

„არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, მან უკვე დაამტკიცა ამ ექიმების სიცრუე, როგორი გასაოცარია, როგორ ლამაზად გამოიყურება ის“ - წერდა ფოტოს ავტორი.

„დროა, მის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ, ან სახლში გაუშვით ან იტალიაში“, განაცხადა ალფის მამამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში.

Alder Hey Children’s -ის საავადმყოფომ თქვა, რომ არ შეგვატყობინებდა ბავშვის მდგომარეობას, რათა დაეცვა ალფის და მისი ოჯახის პირადულობა.

28 აპრილს ალფის მამამ მადლობა გადაუხადა ალფის არმიას და სახლებში დაბრუნება სთხოვა - ხანგრძლივი ბრძოლის შემმდეგ ალფი ევანსი გარდაიცვალა.

კომენტარები