საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მარტში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული 432 შემთხვევა მოხდა. შსს აცხადებს, რომ მათგან 220 საქმე გახსნილია.
აღნიშნული სტატისტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლს მოიცავს, რომელიც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული შემთხვევები რაოდენობრივად 336-ით და პროცენტულად 50.93%-ით გაიზარდა. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მარტში შსს-მ ოჯახში ძალადობის 96 შემთხვევის შესახებ დაიწყო გამოძიება და მათგან 62 საქმე გახსნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლის მარტის თვეში რეგისტირებული დანაშაულის სტატისტიკა დღეს გამოაქვეყნა.