მე მანამდეც ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ აი, ვთქვათ, მაჟორიტარი დეპუტატი არის კომიტეტის თავმჯდომარეც, პოლიტსაბჭოს წევრიც, აი, ხომ არ შეიძლება ყველაფერი იყოს ერთი და იგივე ადამიანი? მერე აღმოჩნდება, რომ შენ ან კომიტეტს ვერ ესწრები, ან იმას ვერ ესწრები, ეძებ ყოველთვის გამუდმებით ადგილმონაცვლეს. აი, ეს პრობლემები როდესაც დგება, მერე ის ადამიანური ურთიერთობების პრობლემებიც არის. აი, მაგალითად ახლა, ბატონი ნუკრი [ქანთარია] როდესაც გყავს გუნდში, ვთქვათ, ქალბატონი ეკა ბესელია, ყველაზე მეტად დატვირთულია, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. იურიდიული კომიტეტი არის პარლამენტის ხერხემალი. სხვა ყველაფერი რომ გაჩერდეს და მარტო იურიდიული კომიტეტი მუშაობდეს, რაღაც მაინც გაკეთდება პარლამენტში და მთელ ამ სიმძიმეს უძღვება ქალბატონი ეკა ბესელია. ჩვენ როდესაც ქუთაისში ვართ, ყველაზე გვიან, ვინც მოდის სასტუმროში, ისაა. ამას წინ ვუთხარი კიდეც, რომ ძალიან ბევრს მუშაობს. ეკა ბესელიას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უძლებს ამდენ დატვირთვას და მე დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა დაავალოთ, ის ამ ყველაფერს თავისი ჯანმრთელობის, თავისი შრომის ხარჯზე დაძლევს, მაგრამ ეს ახლა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თუ არ იქნება პოლიტსაბჭოს წევრი, მას, როგორც პიროვნებას, როგორც პოლიტიკოსს, არაფერს აკლებს
tbl.ge/2whg
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში. დღეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის სია გამოქვეყნდა, რომელშიც სხვებთან ერთად, აღარც დეპუტატი ეკა ბესელიაა
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




