მოწევის აკრძალვა

სერგეენკო: ასეთი შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას

დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები

ჯადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დახურულ სივრცეებში მოწევის აკრძალვის შესახებ.

კომენტარები