ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

კიკნაველიძე: კარგია, რომ სააკაშვილმა თავი დაანება ევროპული საქართველოს ლანძღვას

კარგია რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თავი დაანება ლანძღვასა და საზიზღარი ბრალდებების სროლას ევროპული საქართველოს მიმართ, მაგრამ ის კომენტარი მაინც გვაჩვენებს, რომ ჩვენ განსხვავებული დასკვნები გავაკეთეთ გუშინ ხონსა და ვანში ჩატარებული არჩევნების შემდგომ. ჩვენ გვგონია, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება  საარჩევნო უბნებზე, ოპოზიციური პარტიების მუშაობა უშუალოდ ამომრჩეველთან და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არის ის ერთადერთი გზა რომელიც გამოადგება ჩვენს დემოკრატიასა და ჩვენს კეთილდღეობას. თანამშრომლობაზე საუბარი კარგია, მაგრამ უკეთესია რეალურად თანამშრომლობა როცა შედგება და ამ გზაზე ერთმანეთისთვის გაყიდულების ძახება არის სრულიად არასწორი და გაუგონარი რამ

ევროპული საქართველოს კომუნიკაციების დირექტორი და პრესსპიკერი, ირაკლი კიკნაველიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

კომენტარები