კრიმინალი

სასამართლომ, მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს 9 წელი მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 9 წელი მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, ქ.თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N34-ში მდებარე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, შ.ტ. - მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მეუღლეს თ.ტ. - ს დანით გულმკერდის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად თ.ტ. - ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა შ.ტ. 2017 წლის 8 სექტემბერს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 - 19, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები