საქართველო-საუდის არაბეთი

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო იხსნება

Getty Images

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩო გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავასა და საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს.

“საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების სურვილიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის მაისში აპირებს სამეფოს საელჩოს გახსნას საქართველოში, დედაქალაქ თბილისში.” აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში.

საქართველოს საელჩო საუდის არაბეთის ქალაქ რიადში 2015 წლის იანვარში გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2017 წელს საქართველოს 60 ათასამდე საუდის არაბეთის მოქალაქე ეწვია. მიმდინარე წლის ივნისიდან ქართულ ბაზარზე საუდის არაბეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Flynas-ი შემოვა, რომელიც თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისებს საუდის არაბეთის უმსხვილესი ქალაქებიდან, რიადიდან, ჯედადან და დამამიდან განახორციელებს.

კომენტარები