პარლამენტის შუალედური არჩევნები 2018

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ხონის სოფლების გაზიფიცირება დასრულდება

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 27 აპრილს, 11:00 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯუხრაძე და კომპანია „სოკარი ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელში შუა გუბში ახლადაშენებულ გაზგამანაწილებელ ქსელს დაათვალიერებენ.

სამინისტროს ცნობით, სოფლებში: დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" 25,5კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.

28 აპრილს ხონსა და ვანში პარლამენტის მაჟორიტარს აირჩევენ. აქ განმეორებითი არჩევნების ჩატარება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. 

შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირებულები არიან: 

  • გიგი უგულავა - ევროპული საქართველ;
  • გივი ჭიჭინაძე - ქართული ოცნება;
  • ზურაბ ქართველიშვილი - ტრადიციონალისტები;
  • მამუკა ტუსკაძე - ახალი ქრისტიან–დემოკრატები.

კომენტარები