ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 26-29 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 27 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოში კი, +23, +28 გრადუსი იქნება. 

28-29 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები 24, +29 გრადუსს ვარაუდობენ.

თბილისში 26-27 აპრილს უნალექო ამინდი იქნება. 28-29 აპრილს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 26-29 აპრილს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები