თბილისის ზღვაზე გუშინ საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფრომაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებულ ინფორმაციით გარდაცვლილი არასრულწლოვანია. სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. ავარიისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





