აქციები სომხეთში

ოპოზიციამ სომხეთის პრემიერობის კანდიდატად პაშინიანი დაასახელა

Sputnik Армения

ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარმა ბლოკმა ნიკოლ პაშინიანი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა 25 აპრილს, ერევანში გამართულ აქციაზე. 

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პაშინიანს, რომელიც საპროტესტო მოძრაობის ლიდერია, საკმარისი მხარდაჭერა აქვს ხალხისგან, რომ ამ პოსტზე დაინიშნოს. 

საპროტესტო გამოსვლები სომხეთში 13 აპრილს დაიწყო, როდესაც პარლამენტმა ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი პრემიერობის ერთადერთ კანდიდატად წარადგინა. 23 აპრილს, საღამოს, სერჟ სარგსიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. პრემიერმინისტრის მოვალეობებს კარენ კარაპეტიანი ასრულებს. 

ოპოზიციას სომხეთის პარლამენტში 40 ხმა აქვს, პრემიერის დასამტკიცებლად მათ კიდევ 13 ხმა სჭირდებათ. 

 

კომენტარები