პიტერ მედსენის საქმე

დანიელ გამომგონებელს ჟურნალისტის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

BBC

დანიელ გამოგონებელს, პიტერ მედსენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მის მიმართ გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მის კუთვნილ წყალქვეშა ნავზე შვედი ჟურნალისტის, კიმ უოლის, მკვლელობაში დაადანაშაულა. 

სასამართლოს განაჩენი შეწყალებას არ ექვემდებარება. 

ბრალდების მხარის განცხადებით, მედსენი უოლის მოკვლას გაგუდვით ან მისთვის ყელის გადაჭრით გეგმავდა.

30 წლის შვედი ჟურნალისტის დანაწევრებული სხეულის ნარჩენები გასული წლის 21 აგვისტოს იპოვეს, 11 დღით ადრე კი, უოლმა მედსენის მიერ აწყობილ წყალქვეშა ნავზე მასთან ინტერვიუ ჩაწერა. 

47 წლის დანიელი გამომგონებელი დღეს, 25 აპრილს კოპენჰაგენის სასამართლო დარბაზში გაასამართლეს. 

უოლი მედსენის საეჭვო ფინანსური გარიგებების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას და ის ბოლოს 10 აგვისტოს საღამოს ნახეს. მისმა მეგობარმა ბიჭმა განგაშის ზარი მას შემდეგ აწია, რაც მომდევნო დღეს უოლი შინ არ დაბრუნდა. იმავე დღეს, მედსენი თავისი წყალქვეშა ნავის დანგრევას ცოცხალი გადაურჩა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან მიზანმიმართულად გაანადგურა ნავი.

კომენტარები