ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 25-27 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, საღამოს საათებში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ.

26-27 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში, 25 აპრილს საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა - ელჭექით. 26 და 27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25 აპრილს +20, +22 გრადუსი იქნება, ხოლო 26 - 27 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები