სომხეთი

სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

Reuters

სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და დროებითი მთავრობის დანიშვნას, ხოლო პრემიერმინისტრის პოსტზე ხალხის რჩეულს ითხოვენ.

ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის ეს მოვალეობა შეასრულოს, თუ ხალხი "ამ პასუხისმგებლობას დააკისრებს."

დღეს ფაშინიანსა და პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე პრემიერ კარენ კარაპეტიანს შორის შეხვედრა უნდა შემდგარიყო, თუმცა ის ჩაიშალა.

მიზეზად კარაპეტიანმა ფაშინიანის მხრიდან ცალმხრივი მოთხოვნები დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპროტესტო აქციები პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით 13 აპრილს დაიწყო. სარგსიანმა თანამდებობა 23 აპრილს დატოვა. პარლამენტს პოსტზე ახალი კანდიდატის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს.

კომენტარები