ნინო ხურციძე

მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა

ჭადრაკის ფედერაცია

მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონი იყო 16 და 20 წლის გოგონათა შორის, ასევე 5 საჭადრაკო ოლიმპიადის, 3 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის, 7 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი საკუთარ დაფაზე. საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის. საქართველოს თასის მფლობელი.

კომენტარები