სომხეთი

სომხეთის პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა

სერჟ სარგსიანი
euractiv

სომხეთის პრემიერმინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

გავრცელდა მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ შეცდა და ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო.

ფაშინიანისა და სარგსიანის შეხვედრა კვირას შედგა. სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერი შანტაჟში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა. ფაშინიანი იმავე დღეს დააკავეს, თუმცა დღეს გაათავისუფლეს და ის კვლავ მომიტინგეებს შეუერთდა.

ქვეყანაში სარგსიანი გადადგომის მოთხოვნით აქციები 13 აპრილიდან იმართება.

კვირას სომხეთის პოლიციამ დემონსტრაციების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. აქციების მანძილზე დააკავეს ათასამდე ადამიანი.

სარგსიანი პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტმა საზოგადოების პროტესტი მიუხედავად 17 აპრილს დაამტიკცა.

სარგსიანი პრეზიდენტის პოსტს 2008 წლიდან იკავებდა. 2 მარტს სომხეთის პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე მხარი სერჟ სარგსიანის კანდიდატურას დაუჭირა. 2014 წელს რეფერენდუმის შემდეგ ქვეყნის საპრეზიდენტოდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ, სარგსიანმა განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე კენჭს არ იყრიდა. ოპოზიცია და მომიტინგეები მას ამ პირობის დარღვევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები