იმ ზე-მოგებების ხარჯზე, რაც აქვთ საქართველოს ბანკებს, პრაქტიკულად ნადგურდება საქართველოს ეკონომიკა. ახლა მე ვნახე ციფრები და "საქართველოს ბანკის" პრეზიდენტს, [ირაკლი] გილაურს და თიბისი ბანკის დირექტორს, [ვახტანგ] ბუცხრიკიძეს ერთად აქვთ აღებული 9 მილიონ დოლარზე მეტი ხელფასი. ეტყობა მე რაღაცას ვერ ვხვდები. ჩვენ ყველას გვაქვს მიღებული რაღაც განათლება, თქვენ უმეტესობას აქვს ბევრად მეტი დამსახურება საქართველოს წინაშე, ვიდრე ამ ორ სუბიექტს. რის ხარჯზე გამოიწერეს ამხელა მოგება, ამხელა ხელფასი. ეს ხომ არის ნამდვილი გაღორება, იმის ხარჯზე, რომ ხალხმა დაკარგა ბიზნესები, სახლები, მანქანები, საბანკო ანგარიშები დაუხურეს, ვერ იხდის სწავლის გადასახადს, ყოველ მეორე პენსიონერს აქვს ბანკის ვალი. ახალგაზრდები მასობრივად გაედინებიან ქვეყნიდან და ესენი იწერენ, თითოეული უფრო მეტ შემოსავალს, ვიდრე იღებს 13 ათასი ქართველი პენსიონერი ერთად. ეს არის დიდი უსამართლობა, ამიტომ ჩვენ ამ სფეროში უნდა დავამყაროთ მკაცრი წესრიგი.
tbl.ge/2w0e
დაკოპირდა

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში, რომელიც თავისი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




