გერმანია

ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

Getty Images

ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 500 კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს.

ბომბი ქალაქის ცენტრალურ სადგურთან ახლოს მშენებლობაზე იპოვეს.

განაღმვითი სამუშაოების გამო პოლიციამ მიმდებარედ 800 მეტრის რადიუსში მდებარე შენობებიდან ევაკუაცია განახორციელა. შეფერხდა ავტობუსების და მატარებლების მოძრაობაც.

კომენტარები