ფემიციდი

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს და მის ახლობელს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ასევე, პატიმრობა შეეფარდა თემურ ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. 

25 წლის ქალს 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე, ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ყელი გამოჭრეს. ბრალდებული, მოკლულის დედის ყოფილი ქმარი ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავეს.

გამოძიება 11¹-109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველებმა მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ მასთან იმალებოდა მკვლელობაში ბრალდებული. დანაშაულის შეუტყობინებლობა 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები