მილოშ ფორმანი

ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

Variety

კონექტიკუტის შტატში, დენბარის საავადმყოფოში გარდაიცვალა ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი. ის 86 წლის იყო.

ფორმანი 1932 წელს ჩეხოსლოვაკეთის ქალაქ ჩასლავში დაიბადა. ის 1968 წლის პრაღის გაზაფხულის შემდეგ აშშ-ში გადავიდა. მას ეკუთვნის ფილმები "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა", "ამადეუსი", "თმები", "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ", "ადამიანი მთვარეზე" 

ფორმანმა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში 1975 წლის კინოაკადემიის დაჯილდოვებაზე ფილმისთვის "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" გაიმარჯვა.

კომენტარები