კახა ბექაური: საქართველოში ხარისხიანი ჟურნალისტიკის დეფიციტია

დღეს საქართველოში ხარისხიანი ჟურნალისტიკის დეფიციტია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ მედია თავისუფალი და პლურალისტური არ არის. მედია ისეთი მრავალფეროვანი და თავისუფალი, როგორც დღეს არის, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. დღეს 98 მაუწყებელი მაუწყებლობს, საიდანაც 21 საერთო ეროვნული მაუწყებელია და მთელი საქართველოს ტერიტორიას ფარავს. 2013 წელს ოთხი საერთო ეროვნული მაუწყებელი იყო და უკვე 21 გახდა. ანუ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, რიცხვი გახუთმაგებულია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი, გადაცემა "კვირის ინტერვიუში"

კომენტარები