სირია

მაკრონი: გვაქვს მტკიცებულება, რომ ასადმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა

Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით მათ სირიაში ასადის მთავრობის მიერ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების მტკიცებულება აქვთ.

მაკრონის თქმით ისინი გადაწყვეტენ უპასუხონ თუ არა ამას საჰარო დარტყმებით.

მისი განცხადებით ამან სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობებზე უნდა მოახდინს დარტყმა.

"რეჟიმებს, რომელთაც ჰქონიათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რაც სურთ, მათ შორის საერთაშორისო კანონების ყველაზე საშინელი დარღვევების, ამის გაკეთების საშუალება არ უნდა მიეცეთ." თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმზ მეტისმა კონგრესს განუცხადა, რომ სჯერა, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა მოხდა, თუმცა ამჟამად მტკიცებულებებს ეძებენ.

გავრცელებული ცნობით დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა სირიაში გარკვეული ქმდებების განხორციელები აუცილებლობაზე, თუმცა კონკრეტულად რა ქმედებებზეა საუბარი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისშიც დაიმუქრა.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე სირიაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ დაწერა:

"არ დამიკონკრეტებია როდის მოხდება სირიაზე თავდასხმა. შეიძლება მოხდეს მალე, ან საერთოდაც არც ისე მალე! ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ, ჩემი ადმინისტრაციის ქვეშ, დიდებულ საქმეს აკეთებს რეგიონიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მოცილებით. სად არის "მადლობა ამერიკას?"

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

რუსეთმა დასავლეთის ქვეყნები ასადის ძალებზე თავდასხმის შემთხვევაში ვითარების ეკალაციის შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილა.

კომენტარები