ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 13-14 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 - 14 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22, ხოლო 14 აპრილს +14, +19 გრადუსი იქნება. 

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები