ქართული ოცნება

კობახიძე: Freedom House ვერ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას ბ-ნი ბიძინა ივანიშვილისადმი

[Freedom House-ის] ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი ჩვენს ქვეყანაში. საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველსაა მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა პანორამა თბილისის შესახებ, რომელიც ასევე, მოკლებულია დასაბუთებას. ანგარიში იმეორებს რუსთავი 2-ისა და მიხეილ სააკაშვილის სხვა მეგობრების ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს, რომელიც შენების ნგრევად წარმოჩენას ცდილობს

პარლამენტის სპიკერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც Freedom House-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ანგარიში გააკრიტიკა, სადაც მას "ტენდენციური", "მიკერძოებული" და "ღიმილის მომგვრელი" უწოდა. ანგარიშში საუბარი იყო ყოფილი პრემიერმინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე

კომენტარები