სამგორის გამგებელი

სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციითვე, კერესელიძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი გახდა, რაც სხვა გამგეობების შედეგებს ჩამორჩებოდა. 

"დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა. თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის დავით კერესელიძეს. თბილისის რაიონების გამგებლებს საკრებულოს თანხმობით თბილისის მერი ნიშნავს. 

კომენტარები