ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 11-12 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

12 აპრილს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +22, +27, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +15, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები