ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 10-11 აპრილს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 – 11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი იქნება.

თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

კომენტარები