გერმანია-საქართველო

საქართველო, შესაძლოა, გერმანიის "უსაფრთხო ქვეყნების" სიას დაემატოს

ZDF

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, საქართველო და სომხეთი ე.წ. "უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნების" სიას უნდა დაემატოს, რათა თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებების განხილვის პროცესი დაჩქარდეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, შტეფან მაიერი ამბობს, რომ საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფარს ბევრი მოქალაქე ითხოვს. თუმცა, მათგან დადებით პასუხს მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს „უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნად"აღიარება მიზანშეწონილია, რადგან საქართველოს მთავრობა ამას ღიად უჭერს მხარს"- აცხადებს მაიერი.

მიგრაციისა და დევნილების საკითხებში ფედერალური უწყების მონაცემებით, 2017 წელს თავშესაფრის მოპოვების უფლებაზე განცხადება საქართველოს 3462-მა მოქალაქემ შეიტანა.

"უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნების" სიას, რომლითაც დეპორტაცია გამარტივებული წესით ხდება, ასევე დაემატება ალჟირი, ტუნისი და მაროკო.

კომენტარები