დეკანოზ მამალაძის საქმე

მეუფე გრიგოლი: გამოუძიებელია საქმე, რომელმაც პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა

რადგან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე ვახსენეთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ვარაუდით, ხსენებული სასულიერო პირი სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას; სამაგიეროდ არ არის ბოლომდე მიყვანილი შესწავლა-გამოკვლევა იმ საქმისა, რომელმაც 2017 წლის თებერვალში (გერმანიაში მკურნალობისას) საფრთხე შეუქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიცოცხლეს, და ვფიქრობთ, რომ მიზანი ამ ვერგანხორციელებული ვერაგული ჩანაფიქრისა კიდევ უფრო შორს მიდიოდა და, სავარაუდოდ, გულისხმობდა საქართველოს ეკლესიის მმართველობაში არსებული კონფიგურაციის შეცვლას. სწორედ იმიტომ, რომ დღემდე არავინ არის ამ საქმეში გამოვლენილი, მიგვაჩნია, რომ საფრთხე კვლავ არსებობს!!! მისი პირობითი სახელია შეთქმულება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეკლესიის დღეს არსებული ავტორიტეტისა და მისი რეალური გავლენების გათვალისწინებით, საფრთხეშია ქვეყნის მომავალიც. გავიმეორებთ, ამ დასკვნამდე მიგვიყვანა მოვლენების ჩვენეულმა აღქმამ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლ ბერბიჭაშვილის სააღდგომო გზავნილიდან ეპარქიის სამწყსოსადმი

კომენტარები