ვითარება გზებზე

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის (კმ94-კმ110) ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაკეტილი.

კომენტარები