უკრაინა

უკრაინა ტიმოშენკოს 2010 წლის წინასაარჩევნო კამპანიის კადაფთან კავშირს იძიებს

იულია ტიმოშენკო და მუამარ კადაფი
UNIAN

უკრაინა 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იულია ტიმოშენკოს წინასაარჩევნო კამპანიის ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მიერ დაფინანსების საკითხს იძიებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტში მმართველი ფრაქციის დეპუტატები ავრცელებენ. მათი თქმით თებევრალში არაბულ გაზეთ "აშრაკ ალ-ავსატში" გამოქვეყნებული ბრალდებების გამოძიების მოთხოვნით უკრაინის ეროვნულ ანტი-კორუფციულ ბიუროს მიმართეს.

გაზეთის მიხედვით კადაფის წარმომადგენელი კიევში ჩავიდა და 4 მილიონი ევროს ოდენობით თანხა ჩაიტანა, რაც საბოლოოდ ტიმოშენკოს წინასაარჩევნო კამპანიას მოხმარდა.

ტიმოშენკო კადაფის მხრიდან დაფინანსების მიღებას უარყოფს.

ტიმოშენკოს პრემიერმინისტრობის პერიოდში უკრაინასა და ლიბიას შორის რამდენიმე შეთანხმება შედგა. 2008 წელს კადაფი კიევსაც ეწვია და ტიმოშენკო საკუთარ კარავში მიიღო. ტიმოშენკო და კადაფი 2009 წელს ლიბიაში ტიმოშენკოს ვიზიტისასაც შეხვდნენ.

მსგავსი ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს საფრანგეთშიც. ქვეყანა იძიებს მიიღო თუ არა ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის 2007 წლის წინასაარჩევნო კამპანიამ დაფინანსებისს სახით 5 მილიონი ევრო ლიბიიდან.

კომენტარები