ფალსიფიცირებული ვისკი

ფალსიფიცირებული ვისკის დამზადება-გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალებული ფალსიფირებული ვისკის რეალიზებას ახდენდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის - ვისკი „ჯეკ დენიელსის“ რეალიზაციას ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე
მუხლის და მე - 200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები