უინი მანდელა

ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე, უინი მანდელა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

Reuters

სამხრეთ აფრიკელი აპარტეიდთან მებრძოლი აქტივისტი უინი მანდელა, დიდ ხნიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, დღეს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

უინი მადიკიზელა-მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის, ნელსონ მანდელას მეუღლე იყო. მათ 1958 წელს იქორწინეს. წყვილი ნელსონ მანდელას პატიმრობიდან გათავისუფლებიდან 10 წელიწადში გაშორდა.

BBC-ს თანახმად, წყვილის ერთობლივი ფოტო, რომელიც ნელსონ მანდელას 27 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ არის გადაღებული, ათწლეულების განმავლობაში აპარტეიდთან ბრძოლის სიმბოლოდ ითვლებოდა.

თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში უინი მანდელას რეპუტაცია პოლიტიკურად და სამართლებრივად დაზიანდა. 

უინი მანდელა პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული. იგი სამხრეთ აფრიკის პარლამენტის წევრი იყო.  

BBC-ს ინფორმაციით, მანდელა მშვიდობიანად, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა. 

 

 

კომენტარები