ელონ მასკი

ელონ მასკის საპირველაპრილო Tweet-ი Tesla-ს გაკოტრებაზე და აქციების ვარდნა

Reuters

Tesla-ს დამფუძნებლებმა ელონ მასკმა პირველ აპრილს საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla გაკოტრდა. 

დღეს ვაჭრობის გახსნიდან მალევე, Tesla-ს აქციებმა გაუფასურება დაიწყო. ამ დრომდე კომპანიის აქციებმა ღირებულების 6.6% ანუ $2,15 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამ გაუფასურების მთავარი მიზეზები კომპანიისთვის გაზრდილი ფინანსური რისკები, მოდელ 3-ის წარმოებაში არსებული დაგვიანებები და მოდელ S-ში აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზებია.

"ტესლა გაკოტრდა. პალო ალტო, კალიფორნია, 1 აპრილი, 2018 - - მიუხედავად ჩვენი მცდელობისა მოგვეძიებინა ფული, ჩვენ ვწუხვართ, რომ კომპანია სრულად და ტოტალურად გაკოტრდა. ისე გაკოტრდა ვერც დაიჯერებთ", - წერს მასკი

მოდელი S-ის ელექტრონულ საჭის სისტემაში ხარვეზები აღმოაჩინეს, რის გამოც Tesla-ს 126 ათასი ავტომობილის უკან გაწვევა და მათი ტექნიკური მომსახურება დაევალა. 

ტესლას საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ღირებულება ჯამში) გასულ კვირაში $45 მილიარდიდან $40 მილიარდამდე შემცირდა. დღეს კომპანიის აქციების საერთო ღირებულება $40 მილიარდია.

კომენტარები