გზების დეპარტამენტი

ივანიშვილის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გზების დეპარტამენტის უფროსი გახდა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეთურიძე გაათავისუფლა. დეპარტამენტის უფროსადირაკლი ქარსელაძე დაინიშნა. ქარსელაძე აქამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელად მუშაობდა. 

ქარსელაძე ხელმძღვანელობდა პანორამა თბილისისა და რეგიონებში მდებარე სასტუმროების განვითარების პროექტებს. 

გზების დეპარტამენტის უფროსის მოხსნა სავარაუდოდ, უწყებაში დაგეგმილ ცვლილებებზე მიანიშნებს. ევროპულმა საქართველომ გაავრცელა მასალები, საიდანაც გზების დეპარტამენტში არსებული დარღვევების შესახებ იკვეთება ინფორმაცია. ოპოზიცია გზების დეპარტამენტის ყოფილ უფროს გიორგი სეთურიძესა ყოფილ მინისტრ ზურაბ ალავიძეს, კორუფციული და ინტერესთა კონფლიქტის შემცველი სქემების შექმნაში ადანაშაულებს.

გზების დეპარტამენტში მოქმედებდა შემდეგი სისტემა:

  1. მაღალჩინოსნები, რომლებიც სატენდერო კომისიების წევრები არიან გადადიან იმ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოსტებზე, რომელთა გამარჯვებასაც ხმა მისცეს
  2. იმ კომპანიების ხელმძღვანელები, რომლებიც ტენდერებს იგებენ სამუშაოდ სამინისტროში გადადიან

ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ფაქტების შემცველი მასალები პარასკევს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გადასცა.

კომენტარები