ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 2-3 აპრილს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.

3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან - თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა + 10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

2 აპრილს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. 3 აპრილს კი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა იყოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

კომენტარები