აშშ

აშშ ქვეყანაში შესვლის მსურველებს სოციალური მედიის მონაცემებს მოსთხოვს

EPA

სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, აშშ-მა შესაძლოა ქვეყანაში შესვლის მსურველებს სოციალური მედიაში მათი აქტიურობის ისტორიის წარდგენაც მოსთხოვოს. მოთხოვნა არ გავრცელდება დიპლომატიურ და ოფიციალურ ვიზებზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებს სოციალურ მედიაში (მაგ: Facebook და Twitter) უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მათი აქტიურობის მონაცემების წარდგენა მოუწევთ. გარდა ამისა აპლიკანტებს ძველი ტელეფონის ნომრებს და ელექტრონული ფოსტის ძველ მისამართებსაც მოსთხოვენ.

გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არ შესულა.

კომენტარები