გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 მარტიდან 31 მარტამდე საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია -ძლიერი.
29 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან სანაპირო რაიონებში, ხოლო ღამის საათებიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზღვაზე სინიპტიკოსები 3 - 4 ბალიან ღელვას ვარაუდობენ.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.





